Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით კითხვარი გუგლ-ფორმების გამოყენებით პროექტისთვის და გამოვაქვეყნეთ ისინი, ვისწავლეთ პორთფოლიოსწ ბლოგზე გამოქვეყნება,წარმოვადგინეთ ტრენინგის განმავლობაში შექმნილი პრეზენტაციები, გავაკეთეთ შეფასებები.  ტრენინგი მთელი ცხრა დღის განმავლობაში, ძალიან საინტერესო იყო. მისი შინაარსი ტრენერის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ იყო გათვლილი და დაგეგმილი..დიდი მადლობა ქალბატონო ნინო..

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გახსენით ბმული

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის შედარებით რთული დაშრომატევადი აღმოჩნდა. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, ვისწავლეთდოკუმენტების ბლოგზე დრაივის დახმარებით გამოქვეყნება.

საინფორმაციო ბუკლეტი

ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე 

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი შეხვედრა, როგორც ყველა დანარჩენი ფრიად საინტერესო და მრავლისმომცემი იყო. დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარზე მუშაობა, შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა.

მეხუთე დღის რეფლექსია

  დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებების გაცნობიერებაზე და დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე შინაარსობრივად ძალიან საინტერესო იყო: განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, შევიმუშავეთ ის მეთოდები, რომლებითაც უნდა შევაფასოთ მოსწავლეები პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე შეხვედრა მრავლისმომცემი აღმოჩნდა. ამ შეხვედრაზე შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა შევუსაბამოთ პროექტს სტანდარტი, დავწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიზნები, შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და  აქტივობები.

პირველი დღის რეფლექსია

  მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ტრენინგი ძალიან ბევრის მომცველი იყო: შევისწავლეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენება, განვიხილეთ პროექტტის შექმნის შაბლონი, ბლოგის შექმნა და ა. შ.    რაც შეეხება ტრენერს, ქალბატონმა ნინომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ამომწურავად და ძალიან გასაგებად აგვიხსნა ყველაფერი.                                                                                           დიდი მადლობა ქ-ნო ნინო

მეორე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. შევისწავლეთ ბუკლეტების შექმნა, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სახალისო იყო. ვრწმუნდები იმაში, ტექნოლოგიების გამოყენება მეტად უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ქმნის საგაკვეთილო პროცესს, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. სიამოვნებით გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას პროექტის დაგეგმვის დროს.